მეფე ერეკლე II

A mindful wellness experience where every detail is designed to support relaxation, balance, and a deeper sense of inner wellbeing.

მეფე ერეკლე II

Original price was: 38.00₾.Current price is: 30.00₾.

რეკომენდირებული ტემპერატურაა 12–15°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, შამფურზე ან გრილზე შემწვარ ღორისა და საქონლის ხორცს, თევზეულს და სხვადასხვა სახეობის ყველს.

რაოდენობა

აღწერა

ტექნოლოგია: ღვინო დამზადებულია ხელით დაკრეფილი ყურძნისგან კახეთში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ძმები ხუციშვილების საოჯახო მარანში. ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ქვევრებში დადუღებით ჭაჭაზე ხანგრძლივი კონტაქტით. დუღილი მიჰყავს ბუნებრივ საფუარს ყოველგვარი დანამატების გარეშე. ყურძნის გადამუშავება ხდება სპეციალური კლერტსაცლელი მანქანით და მხოლოდ დაჭყლეტილი მარცვალი გადადის ქვევრებში დასადუღებლად. დუღილის პროცესის დასრულებისას ქვევრები ილუქება და შემდგომი 6 თვის განმავლობაში ხდება შეყოვნება დურდოზე.

გემო: რქაწითელისა და მწვანის ეპაჟით დაყენებული მუქი ქარვისფერი მშრალი გაუფილტრავი ღვინო გამოირჩევა სრულყოფილებითა და ღირსებით, ლეღვის მურაბის, ატმის, ქიშმიშისა და მოხალული თხილის არომატებით. იგი მდიდარია ფენოლური ნაერთებით, ტანინებითა და სხვადასხვა მინერალებით. ღვინო მზადდება ჩვენი წინაპრების მიერ 60 წლის წინ გაშენებული ვაზიდან. ქვევრში დაყენების სპეციფიკური ტექნოლოგიის გამო ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ღვინო არ არის მოდიფიცირებული ქიმიური და ბიოლოგიური დანამატებით, არ შეიცავს კონსერვანტებს. ის არის გაუფილტრავი და შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.

სერვირება: რეკომენდირებული ტემპერატურაა 12–15°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, შამფურზე ან გრილზე შემწვარ ღორისა და საქონლის ხორცს, თევზეულს და სხვადასხვა სახეობის ყველს.

Cart (0 items)
Cart (0 items)