აღწერა
ტექნოლოგია: ღვინო დამზადებულია ხელით დაკრეფილი ყურძნისგან კახეთში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ძმები ხუციშვილების საოჯახო მარანში. დუღილის პროცესი მიმდინარეობს კონტროლირებად ტემპერატურაზე (25–27°C) უჟანგავი ფოლადის ავზებში. ღვინოში მიღწეული ნარჩენი შაქრისა და მჟავიანობის ბალანსის ფონზე დუღილი ჩერდება გაციებით, ბუნებრივი სიტკბოსა და სიხალისის შესანარჩუნებლად.
გემო: ღვინო ქინძმარაული ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, ცოცხალი მჟავიანობით და გემოზე სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი. გამოირჩევა ხილის ტონებით, გასრესილი მაყვლისა და ველური ჟოლოს არომატებით. ღვინო არ არის მოდიფიცირებული ქიმიური და ბიოლოგიური დანამატებით, არ შეიცავს კონსერვანტებს. ის არის გაუფილტრავი და შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.
სერვირება: რეკომენდირებული ტემპერატურაა 14–18°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება ყველა სახის ცოცხალ სალათებს, თევზეულს, სხვადასხვა სახეობის ყველს და მშრალ ნამცხვრებს.
