აღწერა
ტექნოლოგია: ღვინო დამზადებულია კისისხევის მიკროზონაში მოყვანილი კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან ევროპული ტექნოლოგიით. დუღილის პროცესი მიმდინარეობს კონტროლირებად ტემპერატურაზე (25–27°C) უჟანგავი ფოლადის ავზებში. ღვინოში მიღწეული ნარჩენი შაქრისა და მჟავიანობის ბალანსის ფონზე დუღილი ჩერდება გაციებით, ბუნებრივი სიტკბოსა და სიხალისის შესანარჩუნებლად.
გემო: ეს მსუბუქი ჩალისფერი ნახევრად ტკბილი ღვინო მწვანეს ანარეკლით, ნაზი ჰაეროვანი არომატებით ჰარმონიულად ერწყმის ტროპიკულ ხილს. ტკბილი და ელეგანტური სხეულის დაბალანსებული მჟავიანობა, ბუნებრივი სიტკბო და ხალისიანი დაბოლოება ამძაფრებს ამ ღვინის კეთილშობილური თვისებების აღქმას. ღვინო არ არის მოდიფიცირებული ქიმიური და ბიოლოგიური დანამატებით, არ შეიცავს კონსერვანტებს. ის არის გაუფილტრავი და შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.
სერვირება: რეკომენდირებული ტემპერატურაა 8–10°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება ყველა სახის ცოცხალ სალათებს, თევზეულს, სხვადასხვა სახეობის ყველს და მშრალ ნამცხვრებს.
