აღწერა
ტექნოლოგია: ღვინო დამზადებულია ხელით დაკრეფილი ყურძნისგან კახეთში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ძმები ხუციშვილების საოჯახო მარანში. ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ქვევრებში დადუღებით ჭაჭაზე ხანგრძლივი კონტაქტით. დუღილი მიჰყავს ბუნებრივ საფუარს ყოველგვარი დანამატების გარეშე. ყურძნის გადამუშავება ხდება სპეციალური კლერტსაცლელი მანქანით და მხოლოდ დაჭყლეტილი მარცვალი გადადის ქვევრებში დასადუღებლად. დუღილის პროცესის დასრულებისას ქვევრები ილუქება და შემდგომი 6 თვის განმავლობაში ხდება შეყოვნება დურდოზე.
გემო: ეს მუქი ალისფერი მშრალი ხავერდოვანი გაუფილტრავი ღვინო ხასიათდება სიღრმითა და ჰარმონიულობით, კარგად გამოხატული საფერავის ჯიშური არომატებით. გამოირჩევა მაყვლის, მწიფე ალუბლის ხილის ჯემის და შავი ქლიავის ჩირის ტონებით, ხანგრძლივი სასიამოვნო დაბოლოებით. ღვინო არ არის მოდიფიცირებული ქიმიური და ბიოლოგიური დანამატებით, არ შეიცავს კონსერვანტებს. ის არის გაუფილტრავი და შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.
სერვირება: რეკომენდირებული ტემპერატურაა 16–18°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება გრილზე ან შამფურზე შემწვარ ღორისა და ცხვრის ხორცს, ნანადირევის, ფრინველის შემწვარ ხორცს და სხვადასხვა სახეობის ყველს.

