ქისი

A mindful wellness experience where every detail is designed to support relaxation, balance, and a deeper sense of inner wellbeing.

ქისი

Original price was: 24.00₾.Current price is: 19.00₾.

რეკომენდირებული ტემპერატურაა 18°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, სხვადასხვა სახეობის ყველს, ნიგვზიან ცხელ ან ცივ ცხარე კერძებს და სალათებს.

QTY:

აღწერა

ტექნოლოგია: ღვინო დამზადებულია ხელით დაკრეფილი ყურძნისგან კახეთში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ძმები ხუციშვილების საოჯახო მარანში. ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ქვევრებში დადუღებით ჭაჭაზე ხანგრძლივი კონტაქტით. დუღილი მიჰყავს ბუნებრივ საფუარს ყოველგვარი დანამატების გარეშე. ყურძნის გადამუშავება ხდება სპეციალური კლერტსაცლელი მანქანით და მხოლოდ დაჭყლეტილი მარცვალი გადადის ქვევრებში დასადუღებლად. დუღილის პროცესის დასრულებისას ქვევრები ილუქება და შემდგომი 6 თვის განმავლობაში ხდება შეყოვნება დურდოზე.

გემო: ეს მუქი ქარვისფერი მშრალი ხავერდოვანი გაუფილტრავი ღვინო ხასიათდება სიღრმისეული შინაარსითა და ღირსებით სავსე სხეულით, გამოხატული ჯიშური არომატებით. სრულყოფილი გემოთი ატმის ჩირის, ფიჭვის, ხმელი ყვავილების, შავი ჩაის, მსხლის და თაფლის ტონებით. იგი მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით. ქვევრში დაყენების სპეციფიკური ტექნოლოგიის გამო ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ღვინო არ არის მოდიფიცირებული ქიმიური და ბიოლოგიური დანამატებით, არ შეიცავს კონსერვანტებს. ის არის გაუფილტრავი და შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.

სერვირება: რეკომენდირებული ტემპერატურაა 18°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, სხვადასხვა სახეობის ყველს, ნიგვზიან ცხელ ან ცივ ცხარე კერძებს და სალათებს.

Cart (0 items)
Cart (0 items)