ჩვენ შესახებ

ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი

ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი მდებარეობს კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ კისისხევში. ეს გამორჩეული სოფელი ძველ წყაროებში მოხსენიებულია როგორც „ქრისტეს საფლავის მიწა“, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას.

ტრადიციული მეღვინეობა საქართველოში ყოველთვის ოჯახთან, წინაპართა გამოცდილებასა და მიწასთან განსაკუთრებულ კავშირთან ასოცირდება. სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით, ძმებმა — გიორგი და გელა ხუციშვილებმა — მრავალწლიანი ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ბიზნესად აქციეს და ქართული ღვინო ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაიტანეს.

Cart (0 items)
Cart (0 items)