ეიფორია

A mindful wellness experience where every detail is designed to support relaxation, balance, and a deeper sense of inner wellbeing.

ეიფორია

32.00

რეკომენდირებული ტემპერატურაა 12–15°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. კარგად ეხამება გრილზე შემწვარ ხორცს, სხვადასხვა სახეობის ყველს და სალათებს.

რაოდენობა

აღწერა

ტექნოლოგია: ღვინო დამზადებულია ხელით დაკრეფილი ყურძნისგან კახეთში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ძმები ხუციშვილების საოჯახო მარანში. ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ქვევრებში დადუღებით ჭაჭაზე ხანგრძლივი კონტაქტით. დუღილი მიჰყავს ბუნებრივ საფუარს ყოველგვარი დანამატების გარეშე. ყურძნის გადამუშავება ხდება სპეციალური კლერტსაცლელი მანქანით და მხოლოდ დაჭყლეტილი მარცვალი გადადის ქვევრებში დასადუღებლად. დუღილის პროცესის დასრულებისას ქვევრები ილუქება და შემდგომი 6 თვის განმავლობაში ხდება შეყოვნება დურდოზე.

გემო: ეს ქარვისფერი მშრალი ხავერდოვანი გაუფილტრავი ღვინო ხასიათდება სიღრმითა და ჰარმონიულობით, კარგად გამოხატული ჯიშური არომატებით, ხილისა და ჩირის ტონებით. იგი მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით. ღვინო არ არის მოდიფიცირებული ქიმიური და ბიოლოგიური დანამატებით, არ შეიცავს კონსერვანტებს. ის არის გაუფილტრავი და შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.

სერვირება: რეკომენდირებული ტემპერატურაა 12–15°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. კარგად ეხამება გრილზე შემწვარ ხორცს, სხვადასხვა სახეობის ყველს და სალათებს.

Cart (0 items)
Cart (0 items)