ორგაზმი

A mindful wellness experience where every detail is designed to support relaxation, balance, and a deeper sense of inner wellbeing.

ორგაზმი

26.00

რეკომენდირებული ტემპერატურაა 16–18°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება თევზს და ზღვის პროდუქტებს, ბოსტნეულის სალათებს, ყველს, ფრინველისა და წითელი ხორცის კერძებს.

რაოდენობა

აღწერა

ტექნოლოგია: ღვინო დამზადებულია ხელით დაკრეფილი ყურძნისგან კახეთში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ძმები ხუციშვილების საოჯახო მარანში. ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ქვევრებში დადუღებით ჭაჭაზე ხანგრძლივი კონტაქტით. დუღილი მიჰყავს ბუნებრივ საფუარს ყოველგვარი დანამატების გარეშე. ყურძნის გადამუშავება ხდება სპეციალური კლერტსაცლელი მანქანით და მხოლოდ დაჭყლეტილი მარცვალი გადადის ქვევრებში დასადუღებლად. დუღილის პროცესის დასრულებისას ქვევრები ილუქება და შემდგომი 6 თვის განმავლობაში ხდება შეყოვნება დურდოზე.

გემო: რქაწითელის, მწვანესა და ქისის ეპაჟით დაყენებული ქარვისფერი მშრალი გაუფილტრავი ხავერდოვანი ღვინო გამოირჩევა სიღრმით, კომშის გამოხატული არომატით, მწვანე ვაშლის, მოხალული თხილისა და ველური ყვავილების ნოტებით. ჰარმონიული და ხანგრძლივია, მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით. ქვევრში დაყენების სპეციფიკური ტექნოლოგიის გამო ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ღვინო არ არის მოდიფიცირებული ქიმიური და ბიოლოგიური დანამატებით, არ შეიცავს კონსერვანტებს. ის არის გაუფილტრავი და შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.

სერვირება: რეკომენდირებული ტემპერატურაა 16–18°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება თევზს და ზღვის პროდუქტებს, ბოსტნეულის სალათებს, ყველს, ფრინველისა და წითელი ხორცის კერძებს.

Cart (0 items)
Cart (0 items)