აღწერა
ტექნოლოგია: ღვინო დამზადებულია ხელით დაკრეფილი ყურძნისგან კახეთში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ძმები ხუციშვილების საოჯახო მარანში. ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ქვევრებში დადუღებით ჭაჭაზე ხანგრძლივი კონტაქტით. დუღილი მიჰყავს ბუნებრივ საფუარს ყოველგვარი დანამატების გარეშე. ყურძნის გადამუშავება ხდება სპეციალური კლერტსაცლელი მანქანით და მხოლოდ დაჭყლეტილი მარცვალი გადადის ქვევრებში დასადუღებლად. დუღილის პროცესის დასრულებისას ქვევრები ილუქება და შემდგომი 6 თვის განმავლობაში ხდება შეყოვნება დურდოზე.
გემო: ეს ღია ქარვისფერი მშრალი ხავერდოვანი გაუფილტრავი ღვინო ხასიათდება სიღრმითა და ჰარმონიულობით, კარგად გამოხატული ჯიშური არომატებით. ატმის, გარგრის, ნუშის და მინდვრის ყვავილების არომატებით. იგი მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით. ქვევრში დაყენების სპეციფიკური ტექნოლოგიის გამო ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ღვინო არ არის მოდიფიცირებული ქიმიური და ბიოლოგიური დანამატებით, არ შეიცავს კონსერვანტებს. ის არის გაუფილტრავი და შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.
სერვირება: რეკომენდირებული ტემპერატურაა 12–15°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, სხვადასხვა სახეობის ყველსა და სალათებს.

