აღწერა
ტექნოლოგია: ღვინო დამზადებულია კისისხევის მიკროზონაში მოყვანილი კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან ევროპული ტექნოლოგიით. დუღილის პროცესი მიმდინარეობს ჭაჭასთან კონტაქტის გარეშე, კონტროლირებად ტემპერატურაზე (25–26°C) უჟანგავი ფოლადის ავზებში.
გემო: ეს მსუბუქი ჩალისფერი მშრალი ღვინო მწვანეს ანარეკლით, ნაზი ჰაეროვანი არომატებით ჰარმონიულად ერწყმის ტროპიკული ხილის სურნელს. რბილი, ელეგანტური სხეულის მშრალი და ხალისიანი დაბოლოება, სრულად წარმოდგენილი ცოცხალი მჟავიანობის ფონზე, სასიამოვნოდ ამძაფრებს ამ ღვინის კეთილშობილური თვისებების აღქმას. ღვინო არ არის მოდიფიცირებული ქიმიური და ბიოლოგიური დანამატებით, არ შეიცავს კონსერვანტებს. ის არის გაუფილტრავი და შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.
სერვირება: რეკომენდირებული ტემპერატურაა 8–10°C. ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ, ბოთლის გახსნისას ღვინო დაასხათ ჭიქაში გასინჯვამდე 20 წუთით ადრე. იდეალურად ეხამება თევზეულს, გრილზე შემწვარ ხორცს და სხვადასხვა სახეობის ყველს.

