ქვევრის გახსნა კახეთში განსაკუთრებული ტრადიციაა, რომელიც ახალი ღვინის — ახალი სიცოცხლის დაბადებას ნიშნავს. ეს პროცესი თაობიდან თაობას გადაეცემა და მასში ქართული ღვინის სული და ხასიათი იგრძნობა.
როგორ იხსნება ქვევრი?
ქვევრი მიწაშია ჩაფლული. დუღილის პროცესის დამთავრების შემდეგ, იგი ილუქება და 6 თვის განმავლობაში ღვინო ყოვნდება ჭაჭაზე (დურდოზე), რა დროსაც ღვინო გადის ბუნებრივ ფილტრაციას.
-
მომზადება: ქვევრის თავის მოხდა ხდება იდეალურად სუფთა გარემოში.
-
ამოღება: სპეციალური ხელსაწყოთი — ორშიმოთი — ღვინოს პირველად ამოიღებენ და ასხამენ ჭიქებში. ეს არის ღვინის პირველი სუნთქვა და პირველი გემო.
-
დაგემოვნება: ღვინოს ყნოსავენ და აგემოვნებენ, რათა დარწმუნდნენ მის ხარისხსა და უნიკალურ არომატში.
ქვევრის გახსნის შემდეგ:
-
პირველი სადღეგრძელო: პირველი ყლუპი აუცილებლად ტრადიციული სადღეგრძელოთი — უფლის დიდებით — იწყება.
-
კახური სამზარეულო: ახალი ღვინო იდეალურად ეხამება მწვადს, ხაშლამას, ხაჭაპურს, ჩაქაფულს და ჯონჯოლს.
-
ზეიმი: გახსნის ცერემონია მიმდინარეობს კახური „მრავალჟამიერის“ თანხლებით, ხოლო კახური სუფრა სიმღერითა და ტრადიციული ცეკვებით გრძელდება.
მოემზადეთ ქვევრის გახსნის დაუვიწყარი რიტუალისთვის ძმები ხუციშვილების მარანში!
📅 21 მარტი