
მეღვინე
გელა ხუციშვილი
ჩვენ ძალიან ფაქიზად ვუდგებით ჩვენს საქმეს, ნებისმიერ ეტაპზე. ყურძენი იკრიფება ხელით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაუზიანებელი მივიტანოთ გადამუშავების ეტაპამდე.
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკას, ყურადღებით ვადევნებთ ქვევრის მდგომარეობას თვალს, რეცენზიისთვის კი საუკეთესო სპეციალისტებს ვიწვევთ. სიამაყით რომ ვილაპარაკოთ ჩვენი პროდუქტის ხარისხზე – ჩვენ ყოველწლიურად ვგზავნით ჩვენს ღვინოს აკრედიტაციაზე, საიდანაც ვღებულობთ მაღალი ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს, უმაღლესი შეფასებებით.
მეღვინე
გიორგი ხუციშვილი
ჩვენთვის ღვინის მზადება, მშობიარობისთვის მზადებას გავს, ახალი ქვევრის გახსნა, ახალშობილი ღვინით, კი ძალიან ამაღელვებელი პროცესია. იგივე გრძნობას განიცდი, როგორსაც პირველად, ახალშობილი ბავშვის ხელში აყვანისას. არ იცი, თუ რა ხასიათის იქნება, როგორ მოიქცევა მომავალში, მაგრამ ცხადია, რომ მთელი გულით გიყვარს. ასევეა ღვინის შემთხვევაშიც.
ყოველ ჯერზე, როდესაც ქვევრს ვხსნით, შეუძლებელია წინასწარ გამოიცნო როგორი იქნება ქისი ან საფერავი. რა ნოტები დაემატება, შეეცვლება თუ არა გემო.
წელიწადის განმავლობაში 8000-ზე მეტ ბოთლ ღვინოს ვამზადებთ. მთლიანი პროცესი კი ხელით კეთდება. ვგეგმავთ მასშტაბი ორჯერ გავზარდოთ.
