როგორ დაიწყო ყველაფერი

ჩვენს ოჯახში ღვინის ისტორია 200 წელზე მეტისაა. ჩვენი წინაპრები თაობიდან თაობებს გადასცემდნენ ღვინის დამზადების რეცეპტებსა და საიდუმლოებებს. ჩვენ გავიზარდეთ სახლში, სადაც მეღვინეობა სიცოცხლის აზრი იყო და ღვინის ისტორია კი თავიდანვე ვიცოდით, ვაზის დათესვიდან, ქვევრში ახალგაზრდა ღვინის დაბადებამდე.

ღვინის ოსტატობა

პროფესიონალური მიდგომა და შეუზღუდავი სიყვარული ჩვენი საქმისადმი ნამდვილად ბედნიერ ადამიანებად გვხდის! ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შვილები მეღვინეობის ოჯახურ ტრადიციებს იმავე ენთუზიაზმით მოეკიდებიან.

ღვინის სიყვარული

ღვინო არა მხოლოდ ჩვენი საქმე, არამედ ჩვენი ცხოვრების ნაწილიცაა. შედევრის შექმნა ხომ მხოლოდ თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს შეუძლია.

ჩვენ წარმატებით ვქმნით ნარჩევ ღვინოს, რომელიც ამდიდრებს გემოს და სულს.

ძმები ხუციშვილები