ინფორმაცია
ძმები ხუციშვილების კარ-მიდამო
ჩვენი, ხუციშვილების, მამული კახეთის სოფელ კისისხევში მდებარეობს. გამონათქვამს “ჩვენი სახლი ჩვენი ციხეა”, ჩვენთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ღვინის მარანი, რომელიც დღეში ათეულობით სტუმარს იღებს, უკვე 200 წელზე მეტია საქართველოს მიწაზე დგას. ამას დაგვიდასტურებს 250 წლის ქვევრი, რომელიც ჩვენი კარ-მიდამოს ეზოში დგას, როგორც საოჯახო რელიქვია და სამუზეუმო ექსპონატი. ჩვენი წინაპრები გაიზარდნენ ამ მიწაზე, აქვე იზრდებიან ჩვენი შვილებიც. ვაგრძელებთ საგვარეულო საქმეს, როგორც მეოთხე თაობა. ღვინის გემო და ხარისხი კი, რომელსაც ვაწარმოებთ, თავისას იძახის.

სადეგუსტაციო ტურები
გსურთ გაიგოთ კახური მეღვინეობის საიდუმლოებები და დააგემოვნოთ ნამდვილი ქართული ქვევრის ღვინო?
კორპორატიული და ოჯახური ღონისძიებები
დაბადების დღე ან რაიმე ოჯახური დღესასწაული გაქვთ? ან იქნებ თქვენი სამეგობრო ტურს გეგმავთ? ჩვენ ვიცით როგორ გავხადოთ ეს დღე დაუვიწყარი.

ძმები ხუციშვილების კარ-მიდამო
ადგილმდებარეობა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოჯახური მეღვინეობა “ძმები ხუციშვილების” (თელავის რაიონის სოფელი კისისხევი, კახეთი)! მიკროკლიმატისა და სპეციალური ნიადაგის გამო, კისისხევი ყოველთვის იყო ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვანი რეგიონი. ამ სოფლის სახელი მე -4 საუკუნეშია ნახსენები, როგორც “იესო ქრისტეს მიწა”. ლეგენდის თანახმად, ეს სოფელი იერუსალიმის შემადგენლობა იყო. სწორედ ამ მიწაზე ვინახავთ ქართულ ოჯახურ ტრადიციებს და ორი საუკუნის მანძილზე ვაკეთებთ მაღალხარისხიან ღვინოებს!